დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0085 პუნქტით დაეცა. შედეგად, 24 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3169 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0156 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 24 თებერვალს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0294 ლარი ეღირება.