დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0046 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 6 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3074 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0020 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 6 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0625 ლარი ეღირება.