დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით დაეცა. შედეგად, 20 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3069 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0312 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 20 თებერვალს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0149 ლარი ეღირება.