დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0059 პუნქტით დაეცა. შედეგად, 18 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0259 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 18 თებერვალს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9871 ლარი ეღირება.