დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 23 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0164 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 23 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0228 ლარი ეღირება.