დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 26 იანვარს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3043 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0081 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 26 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0147 ლარი ეღირება.