დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით დაეცა. შედეგად, 9 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3035 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0285 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 9 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0428 ლარი ეღირება.