დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0262 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 5 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3028 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0372 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 5 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0605 ლარი ეღირება.