დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 19 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3021 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0034 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 19 თებერვალს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9837 ლარი ეღირება.