დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 12 იანვარს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3012 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0272 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 12 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0156 ლარი ეღირება.