დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 27 იანვარს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0115 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 27 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0032 ლარი ეღირება.