დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 22 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0087 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 22 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0064 ლარი ეღირება.