დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით დაეცა. შედეგად, 19 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0232 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 19 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9801 ლარი ეღირება.