დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0550 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 4 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2988 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0825 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 4 ნოემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8586 ლარი ეღირება.