დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0087 პუნქტით დაეცა. შედეგად, 17 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2985 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0218 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 17 თებერვალს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0130 ლარი ეღირება.