დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 28 იანვარს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0050 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 28 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9982 ლარი ეღირება.