დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით დაეცა. შედეგად, 20 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2948 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0127 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 20 ნოემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8971 ლარი ეღირება.