დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით დაეცა. შედეგად, 15 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2935 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0015 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 15 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0062 ლარი ეღირება.