დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0051 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 13 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2914 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0146 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 13 ნოემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8888 ლარი ეღირება.