დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0021 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 14 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2909 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0108 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 14 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0077 ლარი ეღირება.