დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0062 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 13 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2888 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0141 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 13 თებერვალს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9824 ლარი ეღირება.