დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0124 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 13 იანვარს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2888 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0187 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 13 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9969 ლარი ეღირება.