დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0104 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 24 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0041 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 24 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8226 ლარი ეღირება.