დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0242 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 23 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0217 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 23 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8267 ლარი ეღირება.
შეგახსენებთ: დღეს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ხვალ, 23 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.