დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 30 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0057 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 30 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7913 ლარი ეღირება.