დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 31 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2327 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0181 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 31 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7732 ლარი ეღირება.