დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0155 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 22 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0007 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 22 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8050 ლარი ეღირება.