დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0083 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 27 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0021 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 27 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8158 ლარი ეღირება.