დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 22 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2274 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0200 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 22 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8267 ლარი ეღირება.