დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 28 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2242 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0064 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 28 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8094 ლარი ეღირება.