დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0105 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 21 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2222 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0304 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 21 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8067 ლარი ეღირება.