დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0254 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 19 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2140 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0454 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 19 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8057 ლარი ეღირება.