დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0069 პუნქტით გამყარდა . შედეგად, 20 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2117 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0035 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. 20 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7763 ლარი ეღირება.