დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0819 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 1 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0855 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 1 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7560 ლარი ეღირება.