დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0339 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 18 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0163 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 18 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7603 ლარი ეღირება.