დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 17 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1547 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0081 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 17 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7440 ლარი ეღირება.