დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0238 პუნქტით გაუფასურდა. შედეგად, 16 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1546 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0343 პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაში. 16 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7521 ლარი ეღირება.