1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9618 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9618 ლარი გახდა

access_time2019-11-12 17:14:05

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9618 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9618 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2645 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2697 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა.



„კომერსანტი“





საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-28 14:26:08
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. "მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ...

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია
access_time2020-02-28 15:00:41
„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს.  „რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია,...

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა
access_time2020-02-28 14:00:01
„ახლა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სათამაშო ბიზნესის დაპირების დეტალები, თუ რომელი კომპანიები ჩამოხსნიან რეკლამებს და როგორ შეასრულებენ დაპირებას“- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „კომერსანტის“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის.   როგორც მედი ჰოლდინგმა გაარკვია მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი აქტივობითაა განპირობებული.    „როდესაც გასული წლის...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს
access_time2020-02-28 11:51:39
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი...

გუდაური სნოუბორდის ევროპის თასს მასპინძლობს

გუდაური სნოუბორდის ევროპის თასს მასპინძლობს
access_time2020-02-28 10:30:04
29 თებერვალს და 1 მარტს, გუდაურში, კუდების ფერდობზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპი ჩატარდება პარალელურ სლალომში და პარალელურ გიგანტურ სლალომში. გუდაურში იმყოფებიან არაერთ საეთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები 10 ზე მეტი ქვეყნიდან. შეჯიბრის წინა დღე ოფიციალურ ვარჯიშს დაეთმობა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS- ის დელეგატების მეთვალყურეობით...


მსგავსი სიახლეები

up