ლარი 6 თეთრით გაუფასურდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა

ლარი 6 თეთრით გაუფასურდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა

access_time2018-08-10 16:59:14

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5339 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5339ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4687 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში  0.0652 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9061 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8622 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში  0.0439 ლარი შეადგინა.



დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

შეგახსენებთ, ეროვნული ვალუტა  უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,5500 ლარად ივაჭრებოდა. გუშინ კი 9 აგვისტოს   ერთი დოლარის ღირებულება 2.4687 ლარი იყო.



კომერსანტი





„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

“მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას თავის დროზე პროტესტი არ გამოუთქვამს, ამიტომ მივეცით არსებობის საშუალება“ - ქართული ოცნების დეპუტატები სასამართლოზე ლაგარდის განცხადებას აფასებენ

 “მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას თავის დროზე პროტესტი არ გამოუთქვამს, ამიტომ მივეცით არსებობის საშუალება“ - ქართული ოცნების დეპუტატები სასამართლოზე ლაგარდის განცხადებას აფასებენ
access_time2019-05-21 18:30:10
„ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“ — საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ეს სიტყვები საქართველოში ვიზის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა. ფაქტია, სასამართლო სისტემაში არსებეულ ხარვეზებზე, გამოწვევებისა და განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე...

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...


მსგავსი სიახლეები

up