ეროვნული ბანკის მიერ 1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.68 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.95%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.7325 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.93 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.01%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.9442-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 407 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.09%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 407.1300-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6997 ნიშნულზე იყო.