დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა - რა მდგომარეობაშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი

დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა - რა მდგომარეობაშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი

access_time2023-02-06 18:30:11

ძლიერმა მიწისძვრამ, რომელიც დღეს დილით თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა - ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფაჰიტ დონმესმა განაცხადა.

 

დონმესმა აღნიშნა, რომ სერიოზულად დაზიანდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები, მისივე თქმით ყველაზე მეტად დაზიანდა ბუნებრივი აირის მაგისტრალური გადამცემი მილსადენი, რომელიც ეპიცენტრთან ახლოს კაჰრამანმარაშის თურქოღლუს რაიონში მდებარეობს.

 

„ეს არის ჩვენი მთავარი მილსადენი, რომელიც ბუნებრივ აირს გაზიანთეპში, ჰატაიში და კილისში, განსაკუთრებით კი კაჰრამანმარაშში ატარებს. ამ დროისთვის ამ ადგილებზე შესაძლოა ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდოს . სპეციალური ჯგუფები დაზიანებული ხაზების შეკეთებაზე მუშაობენ, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აქვს თურქეთის ელექტროგადამცემი კორპორაციის (TEIAŞ) კუთვნილი დაახლოებით 30 ქვესადგურს“ - აღნიშნა ფაჰიტ დონმესმა


 

ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა reuters უთხრა, რომ მიწისძვრას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი არ  დაუზიანებია, თუმცა ჩრდილოეთ ერაყის ავტონომიურმა ქურთულმა რეგიონმა განაცხადა, რომ თურქეთის პორტ ჯეიჰანში ნავთობის მიწოდება დროებით შეჩერებულია.

 

 „თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და ნავთობის ექსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არასასურველი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ნავთობის ექსპორტი ქურთისტანის რეგიონის თურქეთთან დამაკავშირებელი მილსადენით შეჩერებულია“, - განაცხადა რეგიონის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

 





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up