რატომ არ მცირდება სიღარიბის და უმუშევრობის დონე, თუ ეკონომიკა იზრდება? - ეკონომისტის განმარტება

რატომ არ მცირდება სიღარიბის და უმუშევრობის დონე, თუ ეკონომიკა იზრდება? - ეკონომისტის განმარტება

access_time2022-07-05 11:00:27

მოახდენს თუ არა დადებითი გავლენას ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა 2022 წელს უმშევრობასა და სიღარიბეზე?


2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო სიღარიბე შემცირდა. 2022 წლის 5 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 11,2% შეადგინა. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეკონომიკა დაგეგმილზე უფრო მაღალ ნიშნულამდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრი ამბობს რომ ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება. ასეთი იმედები აქვთ ლევან დავითაშვილსა და ლაშა ხუციშვილს. 


ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია განმარტავს, თუ რასთან გვაქვს საქმე, როცა სიღარიბე მცირდება და უმუშევრობა იზრდება?



„სოციალური მდგომარეობა რომ შევაფასოთ, ერთია, რომ სიღარიბის დონე შემცირდა, მაგრამ უმუშევრობასთან ერთად გაიზარდა ინფლაცია, რაც მაღალი მაჩვენებელია. უკვე ერთწლიან დინამიკაში ინფლაცია ორნიშნაა. ეს ნიშანავს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და უფრო უძვირდებათ ცხოვრება. აქ საინტერესოა, სიღარიბის საერთაშორისო ზღვრები, რაც გაეროს მიერაა შედგენილი. სიღარიბის დონე $5,5 მიმართებით. ანუ მოსახლეობის რა პროცენტს აქვს $5,5 -ზე ნაკლები შემოსავალი დღეში. 2020 წლის მაჩვენებელი ცნობილია. 2021-ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2020 წლის მონაცემები, მოსახლეობის 46,6% დღეში $5,5 შემოსავალი აქვს. ეს რომ ლარში გადავიტანოთ, დაახლოებით გამოდის, რომ მოსახლეობის 46,6%-ს ყოველთვიურად ჰქონდა დაახლოებით 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ეს საკმაოდ დაბალი Მმაჩვენებელია, საშუალო ხელფასის დონეს თუ შევადარებთ. გაზრდილია უმუშევრობის დონე, გაზრდილია ინფლაციის მაჩვენებელი, რაც აისახება რეალური შემოსავლების დაბალ დონესთან. ეს მიუთითებს იმაზე რომ სოციალური ფონი ქვეყანაში სახარბიელო არ არის“,  ამბობს მაკალათია.

 

რაც ეხება საკითხს, რომ 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა და ამ ფონზე რატომ არ მცირდება სიღარიბე და უმუშევრობის დონე, მაკალათია ამბობს, რომ „წინა პერიოდებში მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ 2020 წელს კლება იყო ორნიშნა, ამიტომ მივიღეთ ასეთი ეკონომიკური ზრდა. თანაც, ეკონომიკური ზრდა ეგრევე არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. Ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში, რომ მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს ცხოვრების დონის ზრდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და როდესაც მცირე გარდასახვები ხდება და ახალი პროდუქტები ემატება, ეს იწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ რიცხვებია და ჩვენთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით.


ეკონომიკური ზრდა ყოველთვის გვექნება, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის იქმნება. მაგრამ სწორება უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რა პოტენციალი გვაქვს და რამდენად ავითვისეთ. ათვისებული პოტენციალი კი დაბალია. მთლიანი ეკონომიკური აქტივები, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწები, ურბანული მიწები შენობებით, წყლისა და ტყის რესურსი, სახელმწიფო საწარმოები... დაახლოებით 70-80% დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია. Რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები გაჩერებულია, სახელმწფოს ხელშია და ეკონომიკაში არაა ჩართული... არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არ ასაქმებს ადამიანებს. რეალურად თუ გვინდა მართლა დასავლური ეკონომიკის ქვეყანა გავხდეთ და იმ ტენდენციებს გავყვეთ, ეს აქტივები უნდა იყოს კერძო საკუთრებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაერთვება ეკონომიკაში, ახალი პროდუქტები შეიქმნება, ბიზნესი დაიწყება და ცხადია ეს დასაქმების დონეზეც დადებითად აისახება. ესაა ერთად-ერთი გამოსავალი რომ ეკონომიკა განვითარდეს. სხვა სამთავრობო პროგრამები ფურცელზეა დაწერილი და რეალურ შედეგებს ვერ მოგვცემს“,  აცხადებს ეკონომისტი და დასძენს, რომ სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა მცირე ტემპით იზრდება, იმისთვის რომ მოსახლეობამ ეს საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.


მომზადებულია europetime-ის მიხედვით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up