0 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა ივნისში

0 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა ივნისში

access_time2022-07-01 14:50:00

საქართველოს საფონდო ბირჟამ (სსბ) ივნისი გარიგების გარეშე დახურა. შესაბამისად, გასულ თვეში ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა 0 ლარი იყო.


რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარი იყო. იანვარ-ივნისში საფონდო ბირჟაზე სულ 23 გარიგება შედგა. აქედან ლარში 8 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾5 416 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).


იანვარ-ივნისში ლარში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტები „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“ იყვნენ. დოლარში ტრანზაქციის ემიტენტები კი „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. იანვარ-ივნისში, ევროში ტრანზაქცია არ განხორციელებულა.



რაც შეეხება 2021 წლის შედეგებს, თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა. გასულ წელს 14 ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ 104 078 ლარი შეადგინა. ემიტენტები „ლიბერთი“ და „გრინ დაზღვევა საქართველო“ იყვნენ.


შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია. 2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილის თვეში - 21 ლარი.


წყარო: businessformula.ge




ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up