WTTC-ის  კვლევა : ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზეა

WTTC-ის კვლევა : ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზეა

access_time2018-04-16 18:25:43

მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭო (WTTC) 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია უკვე 25 წელია მსოფლიოს 185 ქვეყნის ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენას სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით აფასებს.


ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მშპ-ში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუცია 9.3% იყო და მოსალოდნელია რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2028 წლამდე 10.5%-მდე გაიზრდება.


მშპ-ში ტურიზმისა და მოგზაურობის პირდაპირი კონტრიბუცია ასახავს ეკონომიკურ აქტივობას, რომელსაც ქმნიან სასტუმროები, ტურისტული ორგანიზაციები, ავიაკომპანიები, სამგზავრო საშუალებები, რესტორნები. მთლიან კონტრიბუციაში კი შედის ყველა სფერო, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასთან.


დასაქმებაში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორის მთლიანი კონტრიბუცია გასულ წელს 27%-ს შეადგენდა, რაც 483 000 სამუშაო ადგილს მოიცავს. მათ შორისაა ისეთი სამუშაო ადგილები, რომლის შექმნასაც ხელი ტურიზმის ინდუსტრიამ შეუწყო. WTTC მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებლის 1,2%-ით ზრდას ელოდება, 489 000 სამუშაო ადგილამდე, ხოლო გრძელვადიანი პროგნოზი 2028 წლისთვის სამუშაო ადგილების 546 000-მდე გაზრდას გულისხმობს. რაც შეეხება დასაქმებაში ტურიზმის პირდაპირ კონტრიბუციას, გასულ წელს სექტორში 140 500 სამუშაო ადგილი იყო, რაც მთლიანი დასაქმების 7.8%-ს შეადგენს, მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებლის 142 000-მდე ზრდაა მოსალოდნელი. 2028 წლისთვის პროგნოზი 161 000 სამუშაო ადგილი.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს ტურიზმისა და მოგზაორობის სექტორში ინვესტიციებმა 435.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 3.6% იყო. WTTC 2028 წლისთვის მაჩვენებლის გაორმაგებას და 881.3 მლნ ლარამდე გაზრდას ელოდება.


მშპ-სთან მიმართებით ტურიზმის წილს WTTC მსოფლიოს 145 ქვეყანაში ითვლის და საქართველო მათ შორის 91-ე ადგილს იკავებს.



ანგარიშის მიხედვით, მშპ-ში ტურიზმის კონტრიბუციის 35.7% საქმიან ტურიზმზე მოდის, ხოლო 64,3% კი დასვენების მიზნით დახარჯული თანხებია. მთლიანი კონტრიბუციის 79,5% უცხოელ ვიზიტორებზე მოდის, ხოლო 20.5% ადგილობრივზე. შიდა ტურიზმის შემოსავლები ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს 4.9%-ით გაიზრდება, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი კი 5.7%-ით.


ჯამში მსოფლიოში ტურიზმისა და მოგზაურობის მთლიანი კონტრიბუცია მშპ-ში 62.9 მილიარდი დოლარია, საქართველოში კი 4.7 მილიარდი და შედეგად ქვეყანა მსოფლიოში 91-ე ადგილზეა. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, თურქეთში ტურიზმისა და მოგზაურობის მთლიანი კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში 98 მილიარდ დოლარს აღემატება და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოლში მე-14-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი $5.6 მილიარდით 81-ე ადგილზეა, სომხეთი $1.7 მილიარდით 126-ზე, ხოლო უკრაინა კი $5.5 მილიარდით 83-ზე.


ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზეა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ტურიზმი პირდაპირი გზით 140 300 სამუშაო ადგილს ქმნის. რეიტინგში საქართველოზე წინ დგას აზერბაიჯანი, სადაც 173 400 სამუშაო ადგილს ქმნის ტურიზმის სექტორი. ქვეყანა მსოფლიოში 68-ე ადგილზეა, უკრაინა 228 100 სამუშაო ადგილით 56-ე ადგილზეა, ხოლო თურქეთი 461 000 სამუშაო ადგილით 35-ე ადგილზეა. ბულგარეთი სიაში 90 000 სამუშაო ადგილით 98-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთი კი 117-ზე.


WTTC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტურიზმის არაპირდაპირ გავლენასაც ითვლის. ამ მხრივ საქართველოში გასულ წელს მშპ-ში ტურიზმისა და მოგზაურობის წილი კვლევის მიხედვით, 9.3% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს. სომხეთში ეს მაჩვენებელი 4.4%-ია და ის მსოფლიოში 67-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანში 4.2% (მსოფლიოში 74-ე ადგილი), თურქეთში 3.8% (მსოფლიოში 86-ე ადგილი).


ამავე გათვლით, ტურიზმში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავეთა წილი საქართველოს მთლიან დასაქმებაში 7.8%-ია და საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა. სომხეთი სიაში 82-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 85-ზე, ბულგარეთი 114-ზე, თურქეთი 168-ზე, უკრაინა კი 171-ზე.


კაპიტალურ ინვესტიციებში ტურიზმის წილით საქართველო მსოფლიოში 130-ე ადგილზეა.


WTTC-ს პროგნოზით, მშპ-ში ტურიზმის წილის ზრდა 2018 წელს საქართველოში 5.5% იქნება და ზრდის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა. შედარებისთვის 8.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი სომხეთში და ის მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.


დასაქმებაში ტურიზმის წილი, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2018 წელს 1.2%-ით გაიზრდება და ზრდის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 130-ე ადგილზეა.


forbes.ge




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები