“ვთვლით, რომ არსებობს თემები, რომელიც შესახლოა უკეთ გაკეთდეს” - ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით საბანკო სექტორი დღეს ეკონომიკის ფლაგმანია ყველა მიმართულებით. ეს იქნება კორპორატიული მართვა, გამჭვირვალობა, თუ მენეჯმენტის ხარისხი.
“როდესაც ჩვენ საბანკო პროცენტებზე ზრდას ან კლებას ვხედავთ, რომელი სხვა სექტორი შეგვედრება გამჭვირვალობით? ის ინიციატივები რაც ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა განსაკუთრებით სტარტაპებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის”, - აღნიშნა შაგიძემ. მისივე თქმით, ბანკირები სამუშაო რეჟიმში შეხვედრებს ფინანსთა მინისტრთან შემდგომი სამი კვირის განმავლობაშიც გაგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ბანკირებთან დახურული შეხვედრა გამართა. გასულ კვირას ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭია.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე