რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს

რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს

access_time2018-04-13 17:02:09

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს.

 

 

როგორც „პირველ არხს“ საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, რუსეთს ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღეს.

 

 

ნოტაში აღნიშნულია, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე.

 

 


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას. ნოტაში აღნიშნულია, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე, - განუცხადეს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

 

 

1tv.ge

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები