თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული სივრცე მოეწყობა

თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული სივრცე მოეწყობა

access_time2018-04-10 09:45:58

შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრი", თბილისის სატელევიზიო კოშკის მოდელირების კონცეფციას ამუშავებს. ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. კოშკზე მოძრავი იატაკი, კვების ობიექტები და პანორამული სივრცე უნდა მოეწყოს.


თბილისის სატელევიზიო კოშკში "საქართველოს ტელერადიოცენტრის" მართვაშია. კოშკზე განთავსებულია მაღალი და ზემაღალი სიხშირის სხვადასხვა დანიშნულების სატელეკომუნიკაციო სისტემები.


როგორც "სითი კვირას" ტელე-რადიო ცენტრში განუცხადეს, ტურისტების სივრცე 277 მეტრიანი სატელევიზიო ანძის პირობითი 15 სართულიდან ერთ-ერთზე მოეწყობა. კონსტრუქციის ფორმა კი დედაქალაქის მთავარ სიმბოლოს უნდა მიესადაგოს.


​მათივე განმარტებით, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაინტერესებულმა მხარემ პროექტში კვების ობიექტისათვის მოძრავი იატაკის მოწყობის კვლევა, ვიზიტორთა გათვალისწინებით - საგამოფენო სივრცის დაგეგმარება და სტუმრებისათვის განკუთვნილი ლიფტის კონცეფცია უნდა შექმნას.


ტურისტული კონცეფციების მიღებას საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი 11 აპრილს დაასრულებს.


თბილისის სატელევიზიო კოშკი, მთაწმინდის ფუნიკულიორის ზედა პლატოზე მდებარეობს.


მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი კოშკის მიმდებარედ იდგა.


პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი - მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორები ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ძველი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.



ვინაიდან ძველ კოშკს სატელევიზიო არხების რაოდენობის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მცოცავი ამწით მიმდინარეობდა.


ახალი თანამედროვე კოშკი ექსპლუატაციაში 1974 წლის 30 ნოემბერს შევიდა, ძველი კოშკი კი ქალაქ გორში გადაიტანეს.


დღეისათვის თბილისის სატელევიზიო კოშკი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობაა და მსოფლიოს ყველაზე მაღალი კოშკების სიაშია შესული. მისი სიმაღლე 274,5 მეტრი იყო, თუმცა 2017 წლის 3 ივნისს ნაგებობას დაემატა კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი - სუპერტურნიკეტული ანტენა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა. თავად კოშკი განთავსებულია 719,2 მ. სიმაღლის მთაზე.

 

http://www.city.kvira.ge

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები