დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიმდინარეობა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან განიხილა

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიმდინარეობა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან განიხილა

access_time2018-03-28 12:17:15

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მიმდინარეობა. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. 

 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის. GENIE-ს პროექტი 40 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობას გულისხმობს.


მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან.



შეხვედრას, პროექტის მენეჯმენტის გარდა, ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სექტორის მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მარიალისა მოტა.


ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას.


პროექტი GENIE მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიას სამუშაო ადგილების ზრდის და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები