თბილისში საქართველო-ისრაელის ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმო მაისში გაიხსნება

თბილისში საქართველო-ისრაელის ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმო მაისში გაიხსნება

access_time2018-03-27 15:33:37

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. 

 

 

როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომპანია, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, საქართველოში მსხვილ საინვესტიციო მაღალტექნოლოგიურ პროექტს ახორციელებს. საუბარია საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების, მათ შორის, თვითმფრინავის კარებების, აეროდინამიკური ზედაპირის, საკონტროლო პანელის დამზადებაზე. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვ. ამისთვის ქართულმა და ისრაელის მხარემ დააფუძნეს ერთობლივი კომპანია საქართველოში სს ""Aerostructure TechnologiesCyclone'' (ATC)".

 

 

საწარმო თბილისში 10 მაისს გაიხსნება. ახალი საწარმო იქნება Elbit Systems-ის ქარხნის ანალოგი (მდებარეობს ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში)და შეძლებს გამოუშვას პროდუქცია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-ის ბრენდის ქვეშ. სრული საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარია. პროექტმა უნდა დაასაქმოს 300 ადგილობრივი მუშახელი, რომლებიც გადამზადდებიან ავიაციის წარმოების ბაზარზე წამყვანი სპეციალისტების მიერ. პროდუქციის 100% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრულ წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები იქნება 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი.

 

 


ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა. გეგმის მიხედვით, ყველა სამუშაო დასრულდება 2018 წლის აპრილის ბოლომდე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, წლის ბოლომდე, დაგეგმილია სერტიფიცირების ყველა პროცედურის გავლა, რის შემდეგ ქარხანა პროდუქციის გაყიდვას დაიწყებს.

 

 

პრეზენტაციის შემდეგ კომპანია ELBIT-ის წარმომადგენლებმა საქართველოში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს დელეგაციასთან, რომელთა შორის ასევე იყვნენ საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე.

 

 

 

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები