ბიორნ ბრანდზეგი: „ჩვენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთად უნდა განვახორციელოთ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი  - ნამახვანის ჰესების კასკადი“

ბიორნ ბრანდზეგი: „ჩვენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთად უნდა განვახორციელოთ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი - ნამახვანის ჰესების კასკადი“

access_time2018-03-23 15:44:19

,,ჩვენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთად უნდა განვახორციელოთ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი  - ნამახვანის ჰესების კასკადი, რომელიც 15% გაზრდის საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში“ - განაცხადა კომპანია ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდზეგმა.


კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით უკვე ერთი წელია მიმდინარეობს არსებული დიზაინის დაზუსტება და ამ პროცესში ჩართულია შვეიცარული კომპანია Stucky, გრძელდება  გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების განახლება, რათა მოხდეს მათი შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის რეგულაციებთან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის/ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტებთან. ამ სამუშაოს ფრანგული საკონსულტაციო კომპანია SLR ახორციელებს. კვლევების შედეგები მომდევნო თვეებში  გახდება საჯარო და განხილვაზე ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო სექტორიც იქნება მოწვეული.

 

,,ჩვენი სოციალური გუნდის 10 თანამშრომელი გადავიდა საცხოვრებლად ნამახვანი ჰესის მშენებლობის არეალში. ადგილზე ფუნქციონირებს ორი საინფორმაციო ცენტრი,  ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან მოსახლეობას,  ყალიბდება საჯარო საკონსულტაციო საბჭოები, რომლის მიზანია ადგილობრივების ჩართულობა მიწის სამართლიანი კომპენსაციის, თემში ინვესტირების პროგრამების პრიორიტეტების შემუშავებაში.“ -  განაცხადა ბიორნ ბრანდზეგმა.


 

R

 

 

 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები